კობახიძე სანქციებზე: ბლინკენი ვერ უღრმავდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს

ახლა, ბლინკენი რომ არ არის დამნაშავე, ეს ხომ ცხადია? ბლინკენი, რა თქმა უნდა, ვერ უღრმავდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ბევრად მეტი საქმე აქვს. ბლინკენი არ არის ის პირი, ვისაც კითხვები უნდა დავუსვათ. ალბათ, უნდა ვკითხოთ ელჩს, რომელიც აქ არის, უნდა ვკითხოთ საელჩოს

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.