კობახიძე: სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, ქვეყანას არავის ავარევინებთ

სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე. როგორც წინა შემთხვევებში არ მიეცა არავის საშუალება ქვეყნის არევის, ისე იქნება ეს მიმდინარე წელსაც და მომდევნო წლებშიც. რადიკალებს არ მივცემთ ამ ქვეყნის არევის საშუალებას.

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.