პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერი შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და ასევე, პრემიერმინისტრ ალი ასადოვს.
"საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი არიან", - ნათქვამია განცხადებაში.