
გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები, შარშან იყო მაღალი ეკონომიკური ზრდა, წელსაც გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა და მთავარია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზრდის მაღალი ტემპი შევინარჩუნოთ. [...] 2020 წლიდან, ჩვენ გავაორმაგეთ და კიდევ უფრო მეტად გავზარდეთ მხოლოდ ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, ნომინალური ეკონომიკა დოლარში, რაც ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება და უფრო მეტიც, საქართველო იკავებს პირველ ადგილს, ამ მაჩვენებლით, გასული 4 წლის წლის მონაცემებით, არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის ქვეყნებს შორისაც კი. ნუ, პირველ ადგილზე ვართ ევროპაში და ფართო რეგიონში გასული 4 წლის ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით და ასეთია ჩვენი მაჩვენებელი 2024 წელსაც.
თქვა ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ერთპარტიულ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენის დროს.