კობახიძე, მდინარაძე, წულუკიანი, სამხარაძე, ცაცუა, ცეკვავა - ვინ დაასანქცირა ესტონეთმა
ცნობილია ქართული ოცნების წევრებისა და მოსამართლეების სია, რომლებიც ესტონეთმა გუშინ, 15 დეკემბერს დაასანქცირა. დასანქცირებულია 14 ადამიანი.
მათი სია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
- კობა ჩაგუნავა - მოსამართლე
- გიორგი გაბიტაშვილი - გენერალური პროკურორი
- ნინო ენუქიძე - მოსამართლე
- კახა კალაძე - ქართული ოცნების გენერალური მდივანი, თბილისის მერი
- კოკა კაციტაძე - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი
- ირაკლი კობახიძე - პრემიერმინისტრი
- გრიგოლ ლილუაშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
- მამუკა მდინარაძე - ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე
- ლელა მილდენბერგი - მოსამართლე
- დიტო სამხარაძე - პარლამენტის წევრი
- ლელა ცაგარეიშვილი - მოსამართლე
- მანუჩარ ცაცუა - მოსამართლე
- ზვიად ცეკვავა - მოსამართლე
- თეა წულუკიანი - პარლამენტის წევრი