მე ჩემს პოზიციას გეტყვით. არ იქნება 2024-ში, იქნება 2025-ში. ჩვენ შარშანაც გვეკუთვნოდა უკვე მოლაპარაკებების გახსნა, არა თუ კანდიდატის სტატუსის მიღება. იმედი გვაქვს, რომ მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. ჩვენ ყველა შემთხვევაში დავამტკიცეთ, რომ როგორი ტურბულენტური პროცესებიც არ უნდა გავიაროთ, საბოლოოდ ჯამში ვახერხებთ მიზნის მიღწევას. ეს კარგად გამოჩნდა კანდიდატის სტატუსის მიღებისას. [...] იგივე დაპირება შეგვიძლია გავცეთ საზოგადოების მიმართ, მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. როდის იქნება ეს, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ მოლაპარაკებები აუცილებლად გაიხსნეს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინასა და მოლდოვაზე ადრე შევალთ ევროკავშირში.
თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.