კობახიძე: ძალადობრივი დაჯგუფებებია ტალღა, ჯიუტები, ჯენზი, თბილისი პრაიდი...

პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ სუბიექტს, რომელიც მთელი ერთი წლის მანძილზე ძალადობისა და მოძალადეების რომანტიზებას ახდენდა და კოლექტიური ნაცმოძრაობის ძალადობრივი ახალგაზრდული დაჯგუფებების წევრებს გულწრფელ ახალგაზრდებს უწოდებდა. საუბარი იყო მოძალადე ახალგაზრდებზე, რომლებიც კეზერაშვილის, ხაზარაძის და კონკრეტული უცხოელი დონორების მიერ ფინანსდებიან. ესენია: ნაცმოძრაობის, ლელოს და ახალის ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც 100-მდე მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს. აგრეთვე, ესენია ძალადობრივი დაჯგუფებები: ტალღა, ჯიუტები, ნაბიჯი, თბილისი პრაიდი, ჯენზი, წერტილი, დაფიონი, სტუდენტები ევროპული მომავლისთვის, მოძრაობა თავისუფლებისთვის, სირცხვილია, ფრანკლინის კლუბი და მომავლის აკადემია, რომლებიც კოლექტიური ნაცმოძრაობის ერთგულ 200-მდე მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს. მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, გაემიჯნოს ამ დაჯგუფებების ძალადობრივ ქმედებებს, რომლებიც მთლიანად ვიწროპარტიული და ანტისახელმწიფოებრივი მოტივებით არის ნაკარნახევი.

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე.