კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს

ჩვენ ძალდატანებული კოჰაბიტაციის რეჟიმში ცხოვრება წლების განმავლობაში გვიწევდა. რაღაც დონეზე დღემდე შენარჩუნდა ეს რეჟიმი, თუმცა, დღეს რადიკალურად განსხვავებული ვითარება გვაქვს. ამას ბუნებრივია, დრო დასჭირდა.

დღეს, ჩვენ იმის საშუალება გვაქვს, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ბოლომდე დავამტკიცოთ. ჩვენ აქამდე წლიდან წლამდე მივდიოდით. დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ.

2012 წლამდე ქვეყანას სრულად ჰქონდა დაკარგული სუვერენიტეტი. 9 წლის განმავლობაში ქვეყანას უცხოური აგენტურა მართავდა. დღეს არის ფუნდამენტურად განსხვავებული ვითარება, როდესაც ქვეყანამ დაიბრუნა რეალური სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა.

თქვა ქართული ოცნების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.