კობახიძე: არსებული კანონმდებლობა არამარტო შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, აჭარბებს

არა მარტო არსებითი ცვლილებები გვაქვს ჩვენ სასამართლო სისტემაში, არამედ ყველა სისტემური პრობლემა არის აღმოფხვრილი. ეს სტატისტიკა არის უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ყველა სისტემური პრობლემა აღმოიფხვრა. 2012 წლამდე იყო რადიკალურად განსხვავებული ვითარება, გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკა იყო, პრაქტიკულად, ნულოვანი.

ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ნების დამსახურება, რაც 2012 წლიდან არსებობს. ეს ყველაფერი არის ჩვენი რეფორმების 4 ტალღის დამსახურება, ამაზეც არავინ საუბრობს. კანონმდებლობა არის ფუნდამენტურად შეცვლილი, დახვეწილი და თამამად შეიძლება ითქვას, რომ არამარტო შესაბამისობაშია არსებული კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან, არამედ აჭარბებს ამ სტანდარტებს ძალიან ბევრი თვალსაზრისით.