
მართალია, დასანანია, მაგრამ აუცილებელი გახდა ძალოვანი სტრუქტურების მიერ დაახლოებით 30 ადამიანის დაკავება, პირველ რიგში, სწორედ პრევენციული მიზნებისთვის, რეპრესიები არავის არ სჭირდება ამ ქვეყანაში, მაგრამ პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სამართალი აღსრულებულიყო. თავიდან, შეგახსენებთ, თუ რამდენად მაღალი სტანდარტია.
ჯამში ალბათ 1000-მდე ადამიანი იყო ჩართული ძალადობაში სხვადასხვა დღეს, რეგულარულად 500 კაცი მაინც ძალადობდა ყოველდღიურ რეჟიმში 5 დღის განმავლობაში, ჯამში იქნებოდა 1000-მდე ადამიანი უშუალოდ ძალადობაში ჩართული. დაკავებულია მხოლოდ 30 ადამიანი, 1000-მდე ადამიანიდან. ეს აჩვენებს იმას, თუ რამდენად მაღალია გამოძიების სტანდარტი ჩვენს ქვეყანაში.
თუ არ იყო უტყუარი მტკიცებულებები, თუ არ იყო იდენტიფიცირებადი ადამიანი და კონკრეტულად ძალადობრივი ქმედება, ამ შემთხვევაში არ ხდებოდა ადამიანის დაკავება. ამის შედეგია, რომ 1000-დან 30 ადამიანია, დაახლოებით, დაკავებული. რეალურად, 3%-იან მაჩვენებელზეა საუბარი, როდესაც 1000-მდე ადამიანი ძალადობდა. სტანდარტი არის მაღალი და ამ სტანდარტის შესაბამისად უნდა გაგრძელდეს სამართლებრივი პროცესები, მაგრამ დაუსჯელობის განცდას ჩვენ ვერ დავტოვებთ ჩვენს ქვეყანაში.
თქვა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პროევროპულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირებთან დაკავშირებით.