იყო რევოლუციის მცდელობა პირდაპირ გასული წლის ივნისში, თუმცა ყველა ეს მცდელობა საბოლოო ჯამში, დასრულდა წარუმატებლად. ძალიან დიდ იმედებს ამყარებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე ამა წლის ნოემბერ-დეკემბერზეც, თუმცა ამ გეგმებს ცივი წყალი გადაესხა, როდესაც ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსის მინიჭების დადებითი რეკომენდაცია გასცა.
საბოლოო ჯამში, ჩვენმა ბრძოლამ გამოიღო შედეგი და უკვე გვაქვს დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. 8 ნოემბერი იყო ნამდვილად შავი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის, წყალში ჩაეყარათ მთელი ეს გეგმები, რომლებსაც ისინი უკავშირებდნენ კანდიდატის სტატუსის საკითხს.
განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.