შაბათ-კვირის მოვლენები აჩვენებს, რომ რუსეთს კი არა, უკრაინამ და მისმა პარტნიორებმა უნდა მოითმინონ და გამოიჩინონ სიტკიცე გამარჯვებისთვის. ჩვენ გასულ კვირას ლონდონის კონფერენციიდან გავუგზავნეთ მკაფიო სიგნალი, რომ უკრაინელი მეგობრების გვერდით ვიქნებით, არა მხოლოდ პუტინის მკვლელებთან დასაპირისპირებლად, არამედ მშვიდობის დასამყარებლადაც. რა თქმა უნდა, ჩვენს მთავრობას ეს რუსეთის შიდა საქმედ მიაჩნია და რუსეთის ხელისუფლებაც რუსი ხალხის საქმეა, მაგრამ ყველამ უნდა აღვნიშნოთ, რომ პუტინის ერთ-ერთმა პროტეჟემ საჯაროდ გაანადგურა მისი საქმე უკრაინაში ომის წარმოებისთვის.
განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანმა, ჯეიმს კლევერლიმ.
24 ივნისს, რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგაჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.