კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"კიევში 20 ადამიანი დაიღუპა, 61 დაშავდა. კერძოდ, ოჰმატდიტის ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე 2 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. 4 ადამიანი გადაარჩინეს, მათგან 3 ბავშვია"- ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს რუსეთის თავდასხმების შედეგად უკრაინაში 31 ადამიანი დაიღუპა, 125 კი დაშავდა.
მათ შორის, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის ობიექტი გახდა ბავშვთა საავადმყოფო უკრაინაში.