უკრაინის დედაქალაქში, კიევში პირველი იანვარი გლოვის დრედ გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო Telegram-ის საშუალებით ავრცელებს.
29 დეკემბერს ოკუპანტებმა კიევზე კამიკაძე-დრონებითა და სხვადასხვა სახის რაკეტებით იერიში მიიტანეს. შეტევას 16 ადამიანი ემსხვერპლა.
ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, წინა თავდასხმებთან შედარებით, ამ იერიშს კიევში მშვიდობიანი მოსახლეობაში სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაჩვენებელი ჰქონდა.
ამ დრომდე მიმდინარეობს ნანგრევების გაწმენდითი სამუშაოები.