
24-25 მაისს რუსების მიერ კიევის ოლქზე განხორციელებულ მასშტაბურ საჰაერო იერიშს 4 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 16. ინფორმაციას ამის შესახებ კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ნიკოლა კალაშნიკი ავრცელებს.
ცნობილია, რომ დაშავებულთაგან 3 მცირეწლოვანია.
"სამწუხაროდ, კიევის ოლქზე დღეს ღამით მტრის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ორი მათგანის ცხედარი ობუხივის რაიონში ხანძრის ჩაქრობისას იპოვეს, ხოლო მესამე პირი ბუჩას რაიონში გარდაიცვალა", - წერს იგი.