დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი პირველი სამუშაო ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა. ის კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
ზელენსკიმ მუდმივი მხარდაჭერის გამო კემერონს მადლობა გადაუხადა. მან ასევე მიულოცა კემერონს ახალი თანამდებობა და მადლობა უთხრა უკრაინაში პირველი ვიზიტისთვის.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მსოფლიო არა მხოლოდ უკრაინის ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებას აქცევს ყურადღებას", - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა შეხვედრის მოკლე ვიდეო, რომლის დროსაც ისმის კემერონის ნათქვამი: "მინდოდა, რომ ეს ჩემი პირველი ვიზიტი ყოფილიყო".
"რაც მინდა ვთქვა აქ ყოფნით არის ის, რომ ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მორალურ მხარდაჭერას, დიპლომატიურ მხარდაჭერას და ეკონომიკურ მხარდაჭერას და, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო მხარდაჭერას, რომელიც გჭირდებათ არა მხოლოდ ამ წელს და მომავალ წელს, არამედ რამდენი ხანით ამას დასჭირდება", - თქვა კემერონმა.
ამასთან, ყოფილმა პრემიერმინისტრმა დაამატა: "მე მქონდა გარკვეული უთანხმოება ბორის ჯონსონთან, ჩვენ ერთმანეთს 40 წელია ვიცნობთ, მაგრამ მისი მხარდაჭერა იყო საუკეთესო რამ, რაც მან და მისმა მთავრობამ გააკეთეს".