კელოგი: უკრაინა თავად გადაწყვეტს მიიღებს თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას

კელოგი: უკრაინა თავად გადაწყვეტს მიიღებს თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი, კით კელოგი რუსეთ-უკრაინის ომის საკითხში აცხადებს, რომ უკრაინა დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას მომავალ სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ კელოგმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კელოგის თქმით, პარალელურად აშშ-ის ოფიციალური პირები ცდილობენ მოსკოვისა და კიევის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანას, მაგრამ საბოლოოდ კიევი გადაწყვეტს.

"უკრაინელების გადაწყვეტილება არის უკრაინის გადაწყვეტილება. ზელენსკი არის არჩეული ლიდერი სუვერენული ერისა და ეს გადაწყვეტილებები მისი გადაწყვეტილებებია და მათ სუვერენული ერის არჩეულ ლიდერს არავინ დაუწესებს", - თქვა კელოგმა.

ტრამპის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისი ამოცანაა შეთანხმებას ხელი შეუწყოს, რომელიც „უზრუნველყოფს სანდო უსაფრთხოების გარანტიებს".

ამასთან, კელოგი თვლის, რომ რუსეთიც და უკრაინაც მზად არიან შეაჩერონ საომარი მოქმედებები, რადგან ვერც ერთი მხარე მიაღწევს გადამწყვეტ გამარჯვებას ბრძოლის ველზე.

***

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, 20 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კით კელოგი, უკრაინაში ჩავა.