ზელენსკის თქმით, 20 თებერვალს ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიევში ჩავა

ზელენსკის თქმით, 20 თებერვალს ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიევში ჩავა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, 20 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კით კელოგი, უკრაინასა და რუსეთში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაცია Interfax Ukraine-ზე ვრცელდება.

"ჩვენ კელოგს ველოდებით. შევთანხმდით, რომ ის 20 თებერვალს ჩამოვა. აქ კელოგი ორი ან მეტი დღით დარჩება. მე მასთან ერთად ფრონტზე წასვლა მსურს და ვფიქრობ, უარს არ იტყვის", - განაცხადა ზელენსკიმ მედიასთან საუბრისას.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მას სურს, რომ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა მიმდინარე ომთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლოს და ამასთან, უკრაინელ სამხედროებს გაესაუბროს.

"ვიცი, რომ ის სირკისთან წავა. შესაძლოა, ჩემთან ერთად ბრიგადის რამდენიმე მეთაურთან, შემდეგ კი ჩვენ, ცალკე ვისაუბრებთ თავდაცვის სამინისტროსთან, შესაძლოა, დაზვერვასთანაც", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კელოგმა თეთრ სახლში უკრაინის საჭირო უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ისაუბროს.

„ვფიქრობ, მისი შეერთებულ შტატებში დაბრუნების შემდეგ ჩვენ გავიგებთ, როდის შევხვდები პრეზიდენტ ტრამპს", - თქვა ზელენსკიმ.