
უკრაინის სპეციალურ ოპერაციათა ძალებმა (SSO) დაადასტურეს, რომ 16 ოქტომბრის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის სარატოვოს ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს.
„სარატოვის რეფინერია რუსეთის ერთ-ერთი უძველესი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა, რომელიც ადრე „კრეკინგ-ქარხნის“ სახელით იყო ცნობილი და „როსნეფტის“ ნავთობკომპანიას ეკუთვნის,“ – ნათქვამია SSO-ს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ქარხნის წლიური გადამუშავების მოცულობა 2020 წელს 7.2 მილიონ ტონას შეადგენდა, ხოლო 2023 წელს – 4.8 მილიონს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინულმა ძალებმა ამ ობიექტს ზუსტად ერთი თვის წინაც, 16 სექტემბერს, დაარტყეს.
დარტყმა რუსეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ კიევის წარმოებული კამპანიის ნაწილია. უკრაინა მიზნად ისახავს რუსეთის ნავთობ-გაზის სექტორის დაზიანებას, რომელიც მოსკოვის შემოსავლების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ რჩება და ომის დაფინანსებას ემსახურება.
სარატოვის ოლქის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმა, დაახლოებით ღამის პირველ საათზე განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიიღო ინფორმაცია მოსალოდნელი დრონების შეტევის შესახებ.
მოგვიანებით, რუსეთის ფედერალურმა საავიაციო სააგენტომ „როსავიაციამ“ დროებით დაკეტა სარატოვის აეროპორტი უსაფრთხოების მიზეზებით.