კაცს, რომელმაც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო შაქშაქეთში ცოლი დაჭრა, პატიმრობა შეეფარდა.
დაცვის მხარე 5 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოს მის გათავისუფლებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
კაცი სამართალდამცავებმა გუშინ ცხელ კვალზე დააკავეს. განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. ქალის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.