კატასტროფა ბელგოროდის ოლქში

კატასტროფა ბელგოროდის ოლქში

რუსეთში, ბელგოროდის ოლქში თვითმფრინავის ჩამოვარდნის გარემოებები ბუნდოვანია, გაურკვეველია ცნობები მსხვერპლის შესახებაც. რუსული პროპაგანდა ამტკიცებს, რომ აფეთქების უკან უკრაინა დგას. კიევი ინფორმაციას აგროვებს და საზოგადოებას მოუწოდებს, რუსეთის საინფორმაციო სპეცოპერაციას არ წამოეგოს. კრემლის პროპაგანდისტები ავრცელებენ ცნობებს, რომ თვითმფრინავში უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ და მომხდარით ჩაიშალა გაცვლის პროცესი.