კასრაძე: როცა ვამბობთ, თავისუფლება ანდროს - ეს ეხება ყველა პატიმარს

ჩვენ, როდესაც ვამბობთ - თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს, ჩვენ არ ვგულისხმობთ მხოლოდ ანდროს, ეს ეხება ყველას, ახალგაზრდასა და უფროსს, რომელიც დღეს პატიმარია.

ანდრო ჭიჭინაძე არის სახე იმ ხალხის, იმ ახალგაზრდების, იმ უფროსებისა, რომლებიც სისტემის ტყვეები არიან [..]

მას [ანდროს], როგორც გვითხრეს, ჰყავს პატარა შვილი და ადარდებს ეს შვილი როგორ გარემოში, როგორ საქართველოში გაიზრდება.

ეს ბოლო ერთი კვირაა უპრეცედენტო შეტევაა ანდროს ოჯახსა და მასზე, ცდილობენ ჩირქი მოსცხონ მის რეპუტაციას. ანდროს არ შეუძლია უპასუხოს, ის ციხეშია, მაგრამ ჩვენ მისი მეგობრები, ახლობლები, ნათესავები, ჩვენ დავიცავთ.

განაცხადა მსახიობმა, ნინო კასრაძემ ახალი თეატრის წინ საპროტესტო მანიფესტის დროს.