კარპენტერი: საქართველოში რეჟიმმა აყვავებული დემოკრატია ავტორიტარულ სახელმწიფოდ აქცია

ამასობაში, საქართველოში რეჟიმმა ერთ დროს აყვავებული დემოკრატია რეპრესიულ ავტორიტარულ სახელმწიფოდ აქცია, სრული მხარდაჭერითა და გამხნევებით რუსეთისა და ჩინეთისგან. ბოლო პერიოდში აშშ-ის ელჩი გადადგა. დროა, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან საპასუხო ზომების მიღებაზე ვიმუშაოთ.

წერს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სპეციალური თანაშემწე და ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ყოფილი უფროსი მაიკლ კარპენტერი X-ზე. ის რუსული კანონის ამოქმედებას ეხმაურება.