ლატვიის პრემიერის, კრიშიანის კარინშის განცხადებით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ერთადერთი გზაა ევროპაში მშვიდობის შესანარჩუნებლად.
"უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ერთადერთი გზაა ევროპაში მშვიდობის დიდი ხნით შესანარჩუნებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია გააძლიერებს აგრესიას და არ იქნება მშვიდობა.
უკრაინელები იბრძვიან და კვდებიან თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ღირებულებებისთვის, დასავლეთი კი მხოლოდ ღირებულებებზე საუბრობს", - თქვა ლატვიის პრემიერმა.
კარინში ამბობს, რომ ლატვია მზადაა, უკრაინას გამარჯვებამდე დაეხმაროს, რადგან მისი თქმით, "მხოლოდ უკრაინელების გამარჯვებას შეუძლია მშვიდობის მოტანა".