
71 წლის აკადემიკოსმა, პედიატრმა გიორგი ჩახუნაშვილმა დროებითი დაკავების იზოლატორი გვიან ღამით დატოვა.
ის გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.
გიორგი ჩახუნაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დააკავეს.
მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.