
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ კიდევ 4 ადამიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო.
მან სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. სასამართლო განიხილავდა ამირან დოლიშვილის, გიორგი ქორქიას, ზაქრო ალბუთაშვილისა და ირაკლი ჩხვირკვიას საქმეებს.
მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. შემდეგი სასამართლოს სხდომა 27 ნოემბერს 11:00 საათზე ჩაინიშნა.
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ამ დროისთვის ჯამში 46 ადამიანია დაკავებული.