აშშ-ში 2026 წლის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცეს, $500 მილიონი უკრაინისთვისაა გამოყოფილი

აშშ-ში 2026 წლის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცეს, $500 მილიონი უკრაინისთვისაა გამოყოფილი

აშშ-ის სენატმა 2026 წლისთვის ორპარტიული, 925 მილიარდი დოლარის მოცულობის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა.

ბიუჯეტი უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივისთვის 500 მილიონ დოლარს მოიცავს.

კერძოდ, სხვა საკითხებთან ერთად, კანონპროექტი ითვალისწინებს უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის გაგრძელებას 2028 წლამდე.

ამასთანავე, დოკუმენტი მოიცავს თავდაცვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, როგორიცაა - წყალქვეშა ნავების მშენებლობა, სამხედრო პერსონალის ხელფასების ზრდა და შესყიდვების პროცედურებში ცვლილებები.

ის ასევე ნებართვას იძლევა ათობით F-35A ტიპის მოწინავე გამანადგურებლის შესყიდვაზე, გააფართოებს უპილოტო საფრენი აპარატების სწრაფი განვითარებას, ტესტირებასა და მასობრივი წარმოების პროგრამას. ასევე დააფინანსებს კვლევებს ახალი ტექნოლოგიების, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი (AI), უსაფრთხოდ ინტეგრირების გზებზე.