
ადამიანები გაწირეს ციხისთვის, ძირითადად რიგითი აქტივისტები, თუმცა არამხოლოდ, ლიდერებიც და ახლა ზოგი მიმალულია, ზოგი გაურბის პასუხისმგებლობის აღებას იმ აქციაზე, რომლის დაანონსების თანამონაწილეებიც იყვნენ და ზოგი საერთოდ დასასვენებლად წავიდა. ისინი არიან უცხოელი აგენტები, შესაბამისად, მორალი არ აქვთ, ერთადერთი, რითაც მოქმედებენ, ეს არის გარე დავალებები და გარე პატრონის კარნახი.
ამბობს ჟურნალისტებთან ირაკლი კობახიძე. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ სოფო ჯაფარიძე საზღვარგარეთ გამგზავრა.
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით 46 ადამიანი დააკავეს, ასევე, ეროვნული კრების 5 ლიდერი, რომელსაც ოცნება აქციის ორგანიზატორებად მოიაზრებს.