დარახველიძეს აღკვეთის ღონისძიებად საპატიმრო გირაო შეეფარდა, დანარჩენ 3-ს პატიმრობა

დარახველიძეს აღკვეთის ღონისძიებად საპატიმრო გირაო შეეფარდა, დანარჩენ 3-ს პატიმრობა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ია დარახველიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა. საპატიმრო გირაოს შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა მიიღო.

დარახველიძეს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რომელიც 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს, რის შემდეგაც ის საპატიმროს დატოვებს.

რაც შეეხება კიდევ 3 დაკავებულს - ხვიჩა გოგოხიას, ავტანდილ სურმანიძესა და რამაზ მამულაძეს, მათ მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.