კარდინალთა პროცესია უკვე სიქსტეს კაპელაშია — კონკლავი ოფიციალურად დაიწყო

კარდინალთა პროცესია უკვე სიქსტეს კაპელაშია — კონკლავი ოფიციალურად დაიწყო

კათოლიკური სამყაროს ყურადღება ახლა სიქსტეს კაპელასკენ არის მიპყრობილი. კარდინალთა პროცესია პავლეს კაპელიდან დაიწყო და დასრულდა იქ, სადაც ახალი პაპის არჩევა უკვე საუკუნეებია ტრადიციულად მიმდინარეობს.

სიქსტეს კაპელა XV საუკუნიდან მოყოლებული ყოველი პაპის არჩევის ადგილს წარმოადგენს. ბოლო კონკლავი 2013 წელს შედგა და მასში ხუთი ხმის მიცემის რაუნდის შემდეგ არჩეულ იქნა ფრანცისკე პაპი — რაც ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ არჩევად ითვლება თანამედროვე ისტორიაში. წარსულში კი, განხეთქილებების ფონზე, კონკლავები ხშირად თვეებსაც კი გრძელდებოდა.

როგორც კი კარდინალები სიქსტეს კაპელაში შევიდნენ, თითოეულმა მათგანმა თაყვანი სცა საკურთხეველს და დაიკავა თავისი ადგილი. კარი ჩაიკეტა და წარმოთქმული იქნა სიტყვები: "extra omnes" – რაც ნიშნავს, რომ სხდომაზე ყველა არაწევრი პიროვნება უნდა გავიდეს. ამ მომენტიდან კონკლავი ოფიციალურად დაწყებულად ითვლება.

კარდინალები დღეს საღამოს უკვე გამართავენ პირველ საიდუმლო კენჭისყრას. შედეგს კი მთელი კათოლიკური სამყარო დაელოდება წმინდა პეტრეს მოედანზე და ტელეეკრანებთან.

შავი კვამლის ამოსვლა – ნიშნავს, რომ კენჭისყრის შედეგად პაპი ჯერ არ აირჩიეს და ხვალ გაგრძელდება.
თეთრი კვამლი ამოსვლა – ნიშნავს, რომ ახალი პაპი უკვე არჩეულია.