პაპის არჩევის პროცესი გრძელდება — რას უნდა ველოდოთ ხვალ?

პაპის არჩევის პროცესი გრძელდება — რას უნდა ველოდოთ ხვალ?

კონკლავის პირველი კენჭისყრა დასრულდა და, როგორც შავი კვამლის სიგნალით გახდა ცნობილი, ახალი პაპი ჯერ არ არის არჩეული. არჩევის პროცესი ხვალ გაგრძელდება.

ხვალ დილას, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე, კარდინალები ისაუზმებენ და საზეიმო მესას დაესწრებიან, რის შემდეგაც კონკლავში ახალი კენჭისყრები გაიმართება.

კარდინალები კონკლავის პერიოდში ცხოვრობენ ვატიკანის სტუმართა სახლში — Casa Santa Marta-ში, რომელიც ხუთსართულიანი შენობაა და მოიცავს 106 ლუქსს, 22 ერთადგილიან ოთახსა და ერთ სახელმწიფო ბინას.

ახალი პაპის არჩევა სიქსტეს კაპელაში მიმდინარეობს, სადაც კარდინალები საზოგადოებისგან სრულ იზოლაციაში იმყოფებიან და გარე სამყაროსთან ნებისმიერი ტიპის კომუნიკაცია მათთვის აკრძალულია.

მიუხედავად იმისა, რომ კონკლავის ხანგრძლივობა წინასწარ უცნობია, აღსანიშნავია, რომ როგორც პაპი ფრანცისკე, ისე მისი წინამორბედი ბენედიქტე XVI სწორედ ორი დღის შემდეგ აირჩიეს.