
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ისტორიული სამშვიდობო სამიტი 8 აგვისტოს თეთრ სახლში გაიმართება, რაც მისი თქმით, სამხრეთ კავკასიაში ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის წარმატებით დასასრულს წარმოადგენს.
"მოუთმენლად ველი ხვალ თეთრ სახლში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის, ისტორიულ სამშვიდობო სამიტზე მასპინძლობას", - წერს ის.
დონალდ ტრამპი ასევე წერს, რომ "შეერთებული შტატები ასევე ხელს მოაწერს ორმხრივ შეთანხმებებს ორივე ქვეყანასთან ეკონომიკური შესაძლებლობების ერთობლივად გამოსაყენებლად, რათა სრულად გამოვავლინოთ სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოტენციალი".
"აშშ აგრეთვე ხელს მოაწერს ორმხრივ შეთანხმებებს ორივე ქვეყანასთან, ეკონომიკური შესაძლებლობების ერთად განსახორციელებლად, რომ ჩვენ შევძლოთ სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოტენციალის სრულად გახსნა. ძალიან მეამაყებიან ეს მამაცი ლიდერები, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხალხებისთვის სწორი საქმის კეთების გამო", - დაწერა დონალდ ტრამპმა.
მან აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია დიდი ხნის განმავლობაში თანამშრომლობდა ორივე მხარესთან და რომ ძალისხმევა დაგვირგვინდება "სამშვიდობო ხელმოწერის ცერემონიაზე".