ჩიკვაიძის დედა: ჩემს შვილზე ზეწოლა დაიწყეს, აუკრძალეს მშობლებთან პირისპირ შეხვედრა

ჩიკვაიძის დედა: ჩემს შვილზე ზეწოლა დაიწყეს, აუკრძალეს მშობლებთან პირისპირ შეხვედრა

ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის დედის, ეკა წერეთელის თქმით, ციხეშ მყოფ ჩიკვაიძეს მშობლებთან პირისიპირ შეხვედრა აუკრძალეს.

"დაიწყეს ზეწოლა ჩემს შვილ, პოლიტპატიმარ გიორგი ჩიკვაიძეზე გლდანის მე-8 დაწესებულებაში. მას აუკრძალეს პირისპირ შეხვედრა მშობლებთან, რასაც თვითონ და ოჯახი უკავშირებს გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასულ მის რეპორტაჟს. ეს აკრძალვა დაუწესეს პატიმარს, რომელიც ეტლს მიაჯაჭვეს ციხეში. ასე დაიწყო თავისი საქმიანობა გლდანის მე-8 დაწესებულების ახალმა დირექტორმა, რამაზ ფირცხალავამ. არ გირჩევთ ასეთ საქციელს", - წერს ის.

ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს ივანიშვილის სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 7 მაისს მიუსაჯა.

გამოძიება კომპანია ელთ ბილდინგის საჩივრის საფუძველზე დაიწყო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.

11 მარტს, დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისებისთვის ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს – 50,000-ლარიანი გირაოს ნაცვლად მას პატიმრობა შეეფარდა.

გიორგი ჩიკვაიძესთან დაკავშირებით მოსამართლე იზა კელენჯერიძემ აღნიშნა, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მასალები შეიცავდა ინფორმაციას, რომელიც მის მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების რისკზე მიუთითებდა.