ჯობავა: მადლობა ყველას, სიტყვებით ძნელია იმის გადმოცემა, რას ვგრძნობ

რა გინდოდა ყოფილიყავი შენთვის“

გეტყვის ნებისმიერი მდუმარე შენი გარემოცვიდან და თავის წილ ზიზღს გადაყლაპავს, რომელსაც იმის მიმართ განიცდის ვისაც ძალით უღიმის და ცრუ კომპლიმენტენს ეუბნება.

ხოდა მე მინდოდა მეკეთებინა ხობის საკვირაო სკოლა, სამეგრელოს რაგბის განვითარების გეგმა მინდოდა მეკეთებინა, ხობში მინდოდა ცხოვრება ოჯახთან ერთად, გარემოზე და გარშემომყოფებზე ზრუნვა მინდოდა.

არ გამოვიდა ეგ საქმე, რადგან თუ გინდა რამე აკეთო, თვალი უნდა დაუხუჭო სისტემას, მერე თავი უნდა დახარო, ძალით გაიღიმო და ცრუ კომპლიმენტები უთხრა „ბოსს“ .

რას იზამენ ხვალ ქოცები არ ვიცი, არც ის ვიცი რას იზამენ ზეგ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რას შვებიან უსამართლობასთან მებრძოლი მოქალაქეები და დემეტრეს ვფიცავარ მრცხვენია კიდეც ამხელა სოლიდარობის.

მადლობა ყველას, სიტყვებით ძნელია იმის გადმოცემა, რას ვგრძნობ, როცა ერთ მხარეს გასუსული ექსკოლეგები, მეგობრები, ნათესავები დგანან პროპაგანდის სამსახურში და მეორე მხარეს ამდენი ადამიანის, ნაცნობის თუ უცნობის ასეთი სოლიდარობაა.

სიტყვებით მადლიერების გამოხატვა არ გამოვა, საქმით აუცილებლად „გადავიხდი“.

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!

ცეცხლი ოლიგარქიას!

წერს საპორტესტო აქციების მონაწილე ლევან ჯობავა.

ჯობავამ აქციის მონაწილეებზე იარაღიანი თავდამსხმელი გაანეიტრალა, ახლა კი პროპაგანდა ავრცელებს ვერსიას, თითქოს მან თავდამსხმელზე იძალადა.

ძალადობის მუხლზე გამოძიება აქვს დაწყებული შსს-ს. გამოკითხეს ჯობავაც.