კობახიძე 4 ოქტომბერზე: თუ ვინმეს წაუცდება ხელი, ყველა დაინახავს ახალი მენეჯმენტის ძალას

4 ოქტომბერი მთლიანად არჩევნების ჩათვლით, აქციის ჩათვლით, ყველაფრის ჩათვლით ჩაივლის ძალიან მშვიდად. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - მთავარია არავინ იფიქროს კანონის დარღვევაზე. თუ ვინმეს მაინც წაუცდება ხელი, ნახავენ, მათ შორის ახალი სისტემის, ახალი ხელმძღვანელობის ნამდვილ ძალას, არავის ვურჩევ ამას. თუ ვინმეს წაუცდება ხელი კანონის დარღვევაზე, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას. ჩემი მოკრძალებული რჩევაა, ხელი არ წაუცდეთ.

ამბობს ჟურნალისტებთან ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით.