Reuters: სომხეთი და აზერბაიჯანი თეთრ სახლში რუსეთის ავლით კორიდორის გახსნაზე შეთანხმდებიან

Reuters: სომხეთი და აზერბაიჯანი თეთრ სახლში რუსეთის ავლით კორიდორის გახსნაზე შეთანხმდებიან

Reuters წერს, რომ თეთრ სახლში შეხვედრის დროს აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები რუსეთის გვერდის ავლით ახალი სტრატეგიული სატრანსპორტო კორიდორის გახსნაზე შეთანხმდებიან.

გამოცემა TRIPP-ის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კორიდორს დონალდ ტრამპის სახელი მიენიჭება.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ სატრანსპორტო კორიდორის განვითარებასა და მომსახურებაზე ექსკლუზიური უფლებები ამერიკის შეერთებულ შტატებს ექნება.

დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერის მონაწილეობით აშშ-ში სამმხრივი შეხვედრაა დაგეგმილი, რომელსაც დონალდ ტრამპი უხელმძღვანელებს.

შეხვედრის მიზანი - რეგიონში მშვიდობის, კეთილდღეობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაა.

შეხვედრის შემდეგ მხარეებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება. ეს მოიცავს ჩარჩო შეთანხმებაზე ხელმოწერას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ.