
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტრეფიკინგის ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 1993 წელს დაბადებული პირი დააკავეს.
მათი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებითა და მუქარით, 1963 წელს დაბადებულ ქალს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა.
მათივე ინფორმაციით, გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ ამ გზით მოპოვებული თანხის ნაწილს ბრალდებული ისაკუთრებდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.