კარასინმა პაველ ჰერჩინსკი ქართველების დაშინებასა და შანტაჟში დაადანაშაულა

კარასინმა პაველ ჰერჩინსკი ქართველების დაშინებასა და შანტაჟში დაადანაშაულა

რუსი სენატორის გრიგორი კარასინი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ქართველების დაშინებასა და შანტაჟში ადანაშაულებს. კარასინი თავის ტელეგრამ არხზე ელჩის განცხადებას გამოეხმაურა.

"თბილისში აბობოქრდა ვინმე ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პოლონეთის მოქალაქე. [...] ითქვა, რომ საქართველო არ იქნება ევროკავშირის წევრი არც დღეს, არც ხვალ, არც 2030 წელს, თუ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა ჩამოყალიბდება. აღვნიშნავთ, რომ ეს ყველაფერი ითქვა საპარლამენტო არჩევნების წინ ითქვა, ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე. ფაქტობრივად, მიდის პირდაპირი შანტაჟი და დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეების შეშინება. მსგავსი რამის მოთმენა - ქართული თავმოყვარეობის სერიოზული გამოცდაა", - დაწერა კარასინმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა, რომ თუ საქართველოს მომავალ მთავრობას სურს ევროკავშირში ინტეგრაციის გზის გაგრძელება - ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ ღირებულებების საფუძველზე, რომელზეც EU არის აგებული. ელჩმა აღნიშნა, რომ თუ ქართველი ხალხი აირჩევს მომავალს, რომელიც გულისხმობს ცხოვრებას ერთპარტიულ სახელმწიფოში, სადაც აკრძალულია ოპოზიცია - არანაირი გზა არ არსებობს, რომ საქართველო ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი.