კაპრალი, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა, გარდაიცვალა

კაპრალი, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა, გარდაიცვალა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ზურაბ ფისენკო გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, კაპრალი ფისენკო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა, სხეულის დამწვრობა მიიღო და საქართველოში გაწეული სამედიცინო მომსახურების შემდგომ თურქეთის სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს.

"მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაწევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", - წერია განცხადებაში.

სამხედრო მოსამსახურის დაშავების შესახებ სამინისტრომ პირველი განცხადება 8 აგვისტოს გაავრცელა.