კაპანაძე: კობახიძე ოცნების ოცნებებს აჟღერებს - ხალხი აღარ გამოვა, ტრამპი გვაღიარებსო

კობახიძე დგას ახლა პირდაპირ ეთერში და აჟღერებს ქართული ოცნების ოცნებებს:

- რომ ქართველი ხალხი აღარ გამოვა გარეთ და შეწყვეტს პროტესტს

- პროტესტის მონაწილეები დაიღლებიან

- საჯარო მოხელეები დატოვებენ თანამდებობებს და მოხდება "სისტემის თვითწმენდა"

- ტრამპი 20 იანვარს აღიარებს ქართულ ოცნებას

ამის მერე, დალაგდება ყველაფერიო.

აშშ-ს საელჩოს რომ დავესესხოთ - "ყველაფერი გასაგებია"

წერს საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელი სერგი კაპანაძე Facebook-ზე და ირაკლი კობახიძის ბრიფინგს ეხმაურება.