ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებით, ოპოზიციიდან არავისგან სმენია, რომ საქართველოს სტატუსი არ უნდა მიენიჭოს. ასე გამოეხმაურა ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.
"ასეთი რამ არ მსმენია. მრავალ ადამიანს შევხვდი ოპოზიციიდან, სამოქალაქო საზოგადოებიდან. ზოგიერთი ძალიან აქტიურად აკრიტიკებს ქართულ ოცნებას, მთავრობას, მაგრამ არავის უთქვამს, რომ უნდა მოხდეს კანდიდატის სტატუსის არმინიჭება. პირიქით ხდებოდა, მიუხედავად კრიტიკული დამოკიდებულებისა, ერთსა და იმავეს აცხადებდნენ, რომ ევროკავშირმა უნდა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, იმიტომ, რომ ეს მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის", - აღნიშნა კალიურანდმა.
25 ოქტომბერს ხათუნა სამნიძემ და ხატია დეკანოიძემ განაცხადეს, რომ კონკრეტული ოპოზიციონერი დეპუტატები ევროპელი პარტნიორებისგან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების გადავადებას ითხოვენ. სამნიძის თქმით, ბრიუსელში გაუგებარია, რატომ არ ისმის ოპოზიციური ფლანგიდან ერთიანი გზავნილები.
ამ განცხადების შემდეგ ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თქვა, რომ სტატუსის გადავადებას პარტნიორებისგან ენმ, ლელო, ვაშაძე და გვარამია ითხოვენ.
მოგვიანებით, განცხადებას გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი - მისი თქმით, არაერთი პარტიის წარმომადგენელს შეხვედრია და არავინ გამოსულა კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ.