კალასი: უნგრეთი ხდება პრობლემა, რომელიც ევროკავშირმა უნდა გადაჭრას

პუტინი არის ომის დამნაშავე. მან დაიწყო ეს აგრესიული ომი სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ. ის იტაცებს ბავშვებს, მის წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერია გაცემული. მე არ ვისურვებდი მასთან ერთად ფოტოზე ყოფნას. უნგრეთი ხდება პრობლემა, რომელიც ევროკავშირმა უნდა გადაჭრას. ჩვენ ადრეც გვქონდა განსხვავებული მოსაზრებები და მოვახერხეთ ერთიანობის შენარჩუნება, მაგრამ უნგრეთთან მიმართებაში ეს უფრო და უფრო რთულდება.

განაცხადა ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა.

დღეს უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ "უკრაინა რუსეთთან ომში ვერ გაიმარჯვებს". მისი მტკიცებით, "რუსები არ წააგებენ".