კობახიძე: თუ ვინმე დააპირებს კანონის დარღვევას, ყველა კანონის მთელი სიმკაცრით მიიღებს პასუხს

პაატა ბურჭულაძის დაანონსებული რევოლუცია როგორ შეიძლება გამოვიდეს თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ. მაგრამ, ნუ, ყველა შემთხვევაში ჩვენ, ბუნებრივია, ვიქნებით ყურადღებით. ყველას მინდა მივცე პირობა, რომ თუ ვინმე დააპირებს კანონის დარღვევას, ყველა კანონის მთელი სიმკაცრით მიიღებს პასუხს, თუ ვინმე გადავა ძალადობაზე.

თქვენ ნახეთ 2-დან 5 წლამდე, დაახლოებით, მოუწიათ ციხეში ჩაჯდომა იმ ადამიანებს, რომლებიც ძალადობდნენ პოლიციელების წინააღმდეგ, სახელმწიფო სისტემის წინაღმდეგ, პარლამენტის შენობის წინააღმდეგ და ანალოგიურად, რა თქმა უნდა, შეეფარდება ყველა მოძალადეს შესაბამისი კანონის მუხლი, ხომ? ამიტომ, ყველას მოვუწოდებ სიფრთხილისკენ, ყურადღებისკენ, ყველა იყოს ფრთხილად, როდესაც საქმე ეხება ძალადობას და კანონის დარღვევას.

განაცხადა "ოცნების" პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.