ტრამპი აშშ-ის გარეთ გადაღებულ ნებისმიერ ფილმს 100%-იან ტარიფს უწესებს

ტრამპი აშშ-ის გარეთ გადაღებულ ნებისმიერ ფილმს 100%-იან ტარიფს უწესებს

აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ შეერთებული შტატების მიღმა გადაღებულ ნებისმიერ ფილმს 100%-იან ტარიფებს უწესებს.

იგი წერს, რომ ამერიკული კინოინდუსტრია "სხვა ქვეყნებმა მოიპარეს", რითაც, მისი თქმით, ყველაზე მეტად კალიფორნია დაზიანდა.

"ჩვენი კინოინდუსტრია შეერთებული შტატებიდან სხვა ქვეყნებმა მოიპარეს, ისევე როგორც „ბავშვისთვის კანფეტის მოპარვა“. კალიფორნია, თავისი სუსტი და არაკომპეტენტური გუბერნატორით, განსაკუთრებით ძლიერ დაზარალდა! ამიტომ, ამ მრავალწლიანი, დაუსრულებელი პრობლემის გადასაჭრელად, ნებისმიერ და ყველა იმ ფილმს, რომელიც შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთაა გადაღებული, 100%-იან ტარიფს დავუწესებ. მადლობა ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის", - წერს ტრამპი.