კალასი: რუსული რაკეტები დაუნდობლად ესხმის თავს უკრაინას, პუტინს მშვიდობის ინტერესი არ აქვს

რუსული რაკეტები დაუნდობლად თავს ესხმის უკრაინას, რაც უფრო მეტ სიკვდილს და ნგრევას იწვევს.

კიდევ ერთხელ პუტინმა აჩვენა, რომ მშვიდობის ინტერესი არ აქვს.

ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა - წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე გადაიხდის უმაღლეს ფასს.

წერს X-ზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი.