ესტონეთის პრემიერმინისტრმა კაია კალასმა სასაცილოდ მიიჩნია რუსეთის არჩევნები, სადაც კვლავ ვლადიმირ პუტინმა გაიმარჯვა.
"უარს ვამბობ, მათ არჩევნები ვუწოდო, ამას მე ნომინაციის სპეციალურ ოპერაციას ვუწოდებ", - განაცხადა კალასმა ევროპული საბჭოს სამიტის წინ.
ესტონეთის ლიდერის კომენტარი დაკავშირებულია კრემლის ფრაზასთან "სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან", სწორედ ასე უწოდებს მოსკოვი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს ჩატარდა. ცესკოს ინფორმაციით, პუტინმა ხმების 87 პროცენტი მოიპოვა და თანამდებობას კიდევ 6 წლით დაიკავებს. თუმცა დასავლეთში აღნიშნული არჩევნებს ფალსიფიკაცია და ფარსი უწოდეს.
"ეს სხვა საკითხია, რატომ თამაშობენ ამ თამაშს, რათა აჩვენონ, რომ არჩევნები აქვთ, ამის თვითონ არ სჯერათ. ეს რეალურად არის ჩვენი არჩევნების, ჩვენი დემოკრატიის ძირის გამოთხრა", - თქვა კალასმა.
ესტონეთის ლიდერმა ასევე დასძინა, რომ პუტინს არ უნდა ეწოდოს "პრეზიდენტი", რადგან არჩევნები, სავარაუდოდ, არც თავისუფალი და არც სამართლიანი არ იყო.