ესტონეთის პრემიერმინისტრის, კაია კალასის თქმით, საკუთარი სამხედრო ძალით, რუსეთი 3-5 წელიწადში, შესაძლოა, დიდი საფრთხე გახდეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის.
ამის შესახებ კალასმა The Times-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება, თუ რამდენად შეძლებს დასავლეთი ერთიანობის შენარჩუნებას.
მსგავსი შინაარსის სტატია გერმანულმა გამოცემა Bild-მაც გამოაქვეყნა. გამოცემა წერს, რომ გერმანიის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები 2025 წლის გაზაფხულზე.
სტატიის თანახმად, NATO-ში უკვე მიმდინარეობს სამზადისი იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპაზე თავდასხმას გადაწყვეტს.