კალასი: მხარს ვუჭერთ ყველას, ვისაც EU-ში გაწევრიანება სურს, თუ საჭირო რეფორმებს გაატარებენ

ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ქვეყანას, რომელსაც ნამდვილად სურს ევროკავშირში გაწევრიანება, თუ ისინი განახორციელებენ საჭირო რეფორმებს და გადადგამენ ნაბიჯებს, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ. ჩვენ გავატარეთ ბევრი ძალიან რთული რეფორმა, რომელიც უნდა გაგვეკეთებინა, ეს მოითხოვდა დიდ ნებისყოფას საზოგადოებიდანაც, რომ გაეძლოთ ამ ყველაფრისთვის, მაგრამ ჩვენ ეს გავაკეთეთ და ვფიქრობ, თქვენც იცით, რომ ამასთან დაკავშირებით შეღავათს არავინ უნდა ელოდოს.

განაცხადა ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა ქალაქ გრანადაში ევროპელი ლიდერების შეხვედრის შემდეგ.