ჩვენ გადავიტანეთ ის თანხები, რომლებიც განკუთვნილი იყო საქართველოს მთავრობაზე და გადავამისამართეთ სამოქალაქო საზოგადოებაზე, რათა ამ მხრივ რეალურად ვიყოთ ქართველი ხალხის გვერდით, დავეხმაროთ ქართველ ხალხს. ასევე გადავწყვიტეთ უვიზო რეჟიმის გაუქმება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ვსაუბრობთ და განვიხილავთ სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც იყენებს ძალადობას მომიტინგეების მიმართ.
განაცხადა ევროკაშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა.