
თბილისის მერის და ქართული ოცნების გენერალური მდივნის კახა კალაძის მტკიცებით, საქართველოში მყოფი უცხოელი დიპლომატებიც "დიფ სთეითის" წარმომადგენლები არიან.
კალაძემ ეს პრეზიდენტ ზურაბიშვილთან დიპლომატების გუშინდელი შეხვედრის კომენტირებისას თქვა და აღნიშნა, რომ საქართველოში ამ დიპლომატების ყოფნას "აზრი არ აქვს".
"საქართველოში, ზოგადად, ამ დიპლომატების ყოფნას არანაირი აზრი არ აქვს იმიტომ, რომ ისინი არიან ჩვეულებრივი მხარე და წარმოადგენენ „დიფ სთეითს“ ჩვენს ქვეყანაში. მათ დიპლომატებს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, გამომდინარე მათი განცხადებებიდან და ქმედებებიდან" -ირწმუნება კალაძე.